უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა
1793861590
კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების, სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ.
ასევე, განხილულ იქნა სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის მომსახურების შეფერხების, პირველადი ჩართვისა და ინტერნეტმომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემები.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ კონსულტაციები და გაცნობოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომზადებულ საინფორმაციო მასალებს.