VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსლან გამისონია აფხაზეთიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მასთან ერთად გადაღებული ვიდეოს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი აფხაზი აქვეყნებს.
„იძულებული გავხდი, სოხუმიდან თბილისში გადმოვსულიყავი, რადგან ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება, მიუღებელია. ხელისუფლება სიმართლის თქმას გვიკრძალავს, ყიდის მიწებს, დაკავებულია ახალგაზრდობის განადგურებით. არ ხდება აფხაზეთის განვითარება. ხდება პროპაგანდა, რომ აქ (საქართველოში) ჩვენი მტრები არიან, მაგრამ აქ მტრები არ არიან, დროა, გავმართოთ დიალოგი და აღვადგინოთ ურთიერთობა. აქ არის მომავალი და აქ არის განვითარება. აქ ერთმანეთს ეხმარებიან და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
მშვიდობა მსოფლიოს“ - ამბობს ის ვიდეოში.