დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ანსამბლმა „რუსთავმა“ შვეიცარიაში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ მსმენელის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარდგა. საგალობლების და ხალხური სიმღერების გარდა, მსმენელმა ანზორ ერქომაიშვილის მიერ შექმნილი სიმღერაც მოისმინა.
ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, შვეიცარიის ქალაქ სიონში რიგით ორმოცდამეჩვიდმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა „რუსთავმა“ უკვე მეშვიდედ მიიღო. „რუსთავის“ კონცერტი 19 აგვისტოს, ქალაქის საკათედრო ტაძარში ანშლაგით ჩატარდა, რომელსაც ქართველი ემიგრანტები და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი დაესწრო.
ქართველმა მომღერლებმა კიეველ ორკესტრანტებთან და მოლდაველ მევიოლინესთან ერთად უკრაინული სიმღერაც შეასრულეს.
ქალაქ სიონის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის და მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის, პაველ ვერნიკოვის გადაწყვეტილებით, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მხოლოდ ქართველი, უკრაინელი და მოლდაველი მუსიკოსები იქნებოდნენ. წლევანდელი ფესტივალი უკრაინაში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა