ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამებს დღეს შეასრულებენ

მოციგურავეები

 დღეს პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირი ქალების გამოსვლით გაიხსნება.

მოკლე პროგრამას საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა წარადგენს.შეჯიბრი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მოგვიანებით, 21:45 საათზე კი მოკლე პროგრამას სპორტული წყვილები დაიწყებენ, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.