წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1773301128
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 38 ოჯახია ევაკუირებული, - ინფორმაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:
599273250
574228102
გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას.
უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.