როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს: ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეოფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
“შპს ხარაზი” (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები. ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.