ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.
მირიან სამხარაძე წერს ჩარგლის სკოლის ორი მოსწავლიდან ერთ-ერთის, სალომე ივანიაშვილის შესახებ, რომელმაც სკოლა დახურვას გადაარჩინა:
„ამ ფოტოსურათზე, ჩემთან ერთად: დეკანოზი ლაზარე ივანიაშვილი და მისი ერთადერთი ქალიშვილი, ჩარგლის საჯარო სკოლის ორი მოსწავლიდან – ერთ-ერთი, მე-5 კლასის მოსწავლე სალომე ივანიაშვილია.
მამა ლაზარე, ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია.
სალომე თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა, უამრავი მეგობარიც ჰყავდა, მაგრამ გასულ სასწავლო წელს ჩარგლის სკოლაში გადმოვიდა და მთელს სკოლაში ერთადერთი მოსწავლე იყო. ამით მან ჩარგლის სკოლა დახურვას გადაარჩინა და მაგალითი მისცა სხვებსაც, რამაც შედეგი გამოიღო და დღეისათვის სკოლაში უკვე ორი მოსწავლე სწავლობს.
მამა და შვილი დილით, ერთად მიუყვებიან სკოლისაკენ მიმავალ გზას, იმაზე ფიქრით, რომ სოფელს კვლავ დაუბრუნდება მოსახლეობა და სკოლაც ახმიანდება მრავალრიცხოვანი მოსწავლეებით.
განათლებული, თავმდაბალი, ალალი, პატიოსანი, სამშობლოსა და ადამიანების მოყვარული, ქრისტეს მსახური – დეკანოზი ლაზარე ივანიაშვილი, თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელ საქმეს ტვირთულობს ფშავში და უშურველად აგრძელებს დიდი ვაჟა-ფშაველასა და მიხა ხელაშვილის გზას.
რაოდენ უხერხულად ვიგრძენი თავი: – დედაქალაქში, სითბოსა და კომფორტს შეფარებულმა მღვდელმა – სიცივეს, ყინვასა და ქარბუქში მოღვაწე მღვდლისა და ორბავშვიანი სკოლის მასწავლებლის წინაშე.
ასეთი სასულიერო პირების არსებობით დავიბრუნებთ ქრისტეს ჩვენს გულებში. ღმერთმა გაგაძლიეროს ჩემო ძვირფასო მამაო!“ – წერს დეკანოზი მირიან სამხარაძე სოციალურ ქსელში.