სენატორი როჯერ უიკერი: მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები საარჩევნო სისტემაზე და თავისუფლება აირჩია​, ვულოცავ მაია სანდუს და მის პარტიას

სენატორი როჯერ უიკერი

ამერიკელი სენატორი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს და მის პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ არცევნებში გამარჯვებას ულოცავს.

უიკერის თქმით, მოლდოველებმა „რუსეთი კიდევ ერთხელ დაამარცხეს“.

„მოლდოველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამარცხა კრემლის თავდასხმები მათ საარჩევნო სისტემაზე და თავისუფლება აირჩია. ვულოცავ მაია სანდუს და მის პარტიას, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი ქვეყნის უფრო უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ წარმართვას“, – წერს ამერიკელი სენატორი სოციალურ ქსელ X-ზე.

ამასთან, პარტიას გამარჯვებას ულოცავს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.

„მოლდოვას არჩევანი ნათელია – ევროპულ გზაზე დარჩენა. გილოცავთ!“,- წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.06 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.