ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300
ამერიკაში გაუჩინარებული ქართველი, ლევან გაბედავა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
„ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გაიზიარა გულისტკივილი და ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიიღო ლევანის სამძებრო პროცესებში. განსაკუთრებით, მადლობა იმ ბიჭებს, ვინც დღეს მოვიდნენ შეკრების ადგილას და ერთობლივი ძალებით მოხერხდა ლევანის პოვნა.
სამწუხაროდ, გარდაცვლილი (ჩამომხრჩვალი) იპოვეს იმ ტერიტორიის მომიჯნავე ტყის სიღრმეში, სადაც გვქონდა ორიენტირი.
ამ ეტაპზე, პოლიცია იმყოფება ადგილზე.
სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ ეს ფაქტი მაგალითი იქნება იმის, თუ როგორ ორმაგად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ემიგრაციაში, მაგრამ, მშვიდობას გისურვებთ ყველას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.