„ამდენი ადამიანი რომ არის ჩართული იმაში, რომ შენ გამოკეთდე და კარგად იყო, შენც აღარ უნდა ჩაიქნიო ხელი“ - გია ბურჯანაძე მძიმე სენზე

გია ბურჯანაძე

გია ბურჯანაძემ რთული დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას სიმსივნესთან ბრძოლაში ოჯახი და საძმაკაცო ედგა გვერდით. ასევე სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც ბურჯანაძის თქმით, ახლობლებივით ამოუდგნენ მხარში.

„ძნელია ამის გაცნობიერება, კაცი ჯანზე ხარ..ვვარჯიშობდი ყოველდღე და უცებ გეუბნებიან მე-4 სტადიის სიმსივნე გაქვსო, კოშმარია.

ჩემი ოჯახი, საძმაკაცო გვერდით დამიდგა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ვიცნობდი და ისე დამიდგნენ გვერდში, როგორც კარგი ახლობლები.

ამდენი ადამიანი რომ არის ჩართული იმაში, რომ შენ გამოკეთდე და კარგად იყო, შენც აღარ უნდა ჩაიქნიო ხელი. მტერსაც არ ვუსურვებ, ძალიან ვერაგი დაავადებაა,“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ.

ასევე ნახეთ:

„თავიდან ბრძოლები მქონდა, მაგრამ ახლა მადლობებს მე ვუხდი...“ - რას ჰყვება მიშა მესხი

„აეროპორტამდე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი, საკუთარმა დედამ ვერ მიცნო...“ - ემიგრანტი ანა ბარბაქაძის ისტორია

როგორ გამოიყურებოდა გიორგი გასვიანი ბავშვობაში - ნახეთ, ფოტო