ამ უბნებში დღეს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

wyali

დღეს, 6 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ენუქიძის ქუჩა N15-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 6 დეკემბერს 23:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 6 დეკემბერს, 23:00 საათიდან 7 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ჭიჭინაძის, ცისკრის, იდუმალის, ენგურჰესი, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, ტიმოთე გაბაშვილის, ელენე მეტრეველის, აზა ადამიას, ნატო გიორგაძის, ნინო თოიძის, პოლიციის, ენუქიძეს, რაზიკაშვილისა და საჯაიას ქუჩებს; ნავთლუღის მე-2 დასახლების, ლორთქიფანიძისა და ქიზიყის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.