დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პირველ მაისს, ხობში ტრაგედია დატრიალდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა, ისინი ადგილზე დაიღუპნენ.
გარდაცვლილები, ბაბუა და დის შვილიშვილი არიან. ახლა, სოფელი პატარა ფოთი 8 წლის ანასტასია ახალაიასა და 60 წლის ემზარ ხურცილავას გლოვობს.
სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური პოსტი ვრცელდება, რომლითაც ტრაგიკულად დაღუპულებს ემშვიდობებიან.
,,ღმერთო, სიკეთეს დაატარებდი გულით, რატომ ემზარ, ასეთი სიკვდილი".
,,შენს ზღვა თვალებში ვარსკლავებს ვეფერებოდით...
გვეგონა, მზედ აანთებდი სამყაროს,
გვეგონა, ერთ ქართველს ლამაზ მომავალს გიხატავდით, მაგრამ ავბედითმა წუთმა თავზარი დაგვცა, სიკვდილმა გულზე დაგვასრისა პატარა ბულბული...
ამ ტკივილთან უსუსურები ვართ, დროც უსუსური იქნება ამ ცრემლთან...
ანასტასია ახალაია, დღეს შენი სკოლა ტკივილმა დაამხო!
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი!", - აღნიშნულია ანასტასია ახალაიას სკოლის მიერ გავრცელებულ პოსტში.