„ამ შემთხვევით ბედნიერი და კმაყოფილი ვარ...“ - როგორ ცხოვრობს დღეს ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელიც წლების წინ, კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

ლიკუნა ჩაჩიბაია

2012 წელს მომხდარმა შემთხვევამ და ამის შემდეგ მომხდარმა სასწაულმა, მთელი ქვეყანა მოიცვა - 16 წლის ლიკუნა ჩაჩიბაია კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და საბედნიეროდ, გადარჩა. ყველაზე ცუდად რაც ახსოვს, მოარული ხმებია, თითქოს, 16 წლისამ ეს შეყვარებულის გამო გააკეთა. რეალურად, მას შეყვარებული არ ჰყოლია და ეს მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

დღეს ლიკუნა შემდგარი და წარმატებული ქალია. მის ანგარიშზე სპორტული ტიტულებიც უხვადაა. ამჯერად, გადაწყვიტა, რომ საკუთარი ისტორია კიდევ ერთხელ მოეყოლა და ბევრისთვის სამაგალითო გამხდარიყო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lia Chachibaia (@likunachachibaia14)

მე ვარ ლიკუნა ჩაჩიბაია და მინდა მოგიყვეთ, ძალიან, ძალიან კარგი ისტორია ჩემს თავთან დაკავშირებით. მინდა, ეს თქვენთვის პოზიტივისა და მოტივაციის მომცემი იყოს. 

წლების წინ, დავიბადე ძალიან კარგ, წესიერ და სიყვარულით სავსე ოჯახში. ჩვეულებრივ, ორი ხელით, რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის წინ, მოხდა შემთხვევა, რომლითაც მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. 

ძალიან ბევრი კითხვა წამოვა, რატომ ვარ ბედნიერი და კმაყოფილი - აგიხსნით. ჩემს თავზე ბევრი ვიდეო დამიდია, ბევრი სიუჟეტი გაკეთებულა, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ჩემს შესახებ რა და როგორ დამემართა, არ იციან.

2012 წლის 29 მაისს მეცხრე სართულის სახურავიდან გადმოვვარდი, რის შემდეგაც, მე გადავრჩი და არაფერი მომსვლია. გარდა იმისა, რომ პირველადი ოპერაცია ჩამიტარდა ღვიძლის თავის ადგილას დაბრუნების. ჩემი ენით გეტყვით, კალაპოტიდან ამომივარდა და სადღაც უკან გადამივარდა. სასიცოცხლო ორგანოს ოპერაცია ჩამიტარდა პირველად...

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ექიმების ყურადღება მიიქცია ჩემმა ხელმა, ძალიან გვიანი იყო და ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა. ღვიძლის ოპერაციის შემდეგ, ექიმები ჩემს ხელს დააკვირდნენ და რადგან ძალიან სივდებოდა, გაჭრეს... როგორც დედა მიყვება, სისხლი აღარ წამომსვლია...

შემდეგ მამას განცხადებაზე მოაწერინეს ხელი, რომ ჩემთვის ხელის ამპუტაცია გაეკეთებინათ, თორემ განგრენაში გადამდიოდა და ჩემი ცხოვრება, ჩემს მარჯვენა ხელს შეეწირებოდა. გამიკეთეს... რომ გავიღვიძე, თითქოს ყველაფერი ვიცოდი...

დედა მედგა თავზე, ეშინოდათ, რომ ამ ამბავს ვერ გადავიტანდი. მე ასეთი არ ვყოფილვარ, ვიყავი ძალიან ხისტი, მიყვარდა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი. ყველას ეგონა, რომ ხელის ამპუტირების შემდეგ, საკუთარ თავს რამეს დავუშავებდი, ეს ასე არ ყოფილა. ყველაფერს მშვიდად შევხვდი.

დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, ამის მერე ძალიან ბევრი დრო გავიდა. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ამაზე ხელახლა მელაპარაკა...“ - ამბობს ლიკუნა ჩაჩიბაია.