დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შოვში, ტრაგიკულად დაღუპულ სალომე ხეთაგურს, ბავშვობის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება.
,,ამ სამყაროსთვის შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული, ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი... სხვა ახსნას ვერ ვპოულობ ჩემო სალომე.
შენი მშვენიერებით ამ ბინძურ და ბოროტებით სავსე სამყაროში ვერ გაჩერდი და ბევრად უკეთეს, სიკეთით და სიმშვიდით სავსე ადგილზე გადაინაცვლე...
მწამს და მჯერა გესმის ჩემი, გესმის შენი ყველა გულშემატკივრის...
შენ ხარ ანგელოზი ამ სამყაროში, რომელმაც მასწავლა სიყვარული, სიკეთე და უანგარო მეგობრობა..
შენთან ერთად ჩემი ბავშვობაც დასრულდა, მივხვდი რომ გავიზარდე... ამ ენით გამოუთქმელმა ტკივილმა მიმახვედრა...
თუ ამას დავიმსახურებ, როცა დრო მოვა, ალბათ შევხვდებით და იმდენ ხანს ჩაგიხუტებ, რომ თავს მოგაბეზრებ სიყვარულით...
მაპატიე, რომ ცხოვრება გრძელდება...
ახლა ფეხზე მყარად დგომის და შენი ოჯახის გვერდით ყოფნის მეტს ვერაფერს შევძლებ და ამას ვიზამ კი!!!
გპირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ გენდომება.
პო, ჩვენ ასეთი ნამდვილები, გაწეწილები და გულწრფელები ვართ.
მადლობა, რომ ჩემი ბავშვობა, ჩემი დაქალი, ჩემი მეგობარი და ჩემი ადამიანი გქვია!", - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„როცა კიდევ ერთი ტოქსიკური ურთიერთობიდან დააღწიე თავი...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
„საკმაოდ დიდი მიღწევაა...“ - გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს