„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ბაჩო ლასარეიშვილი, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.
ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში არქივიდან, მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს:
„ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დროა.
გაუფრთხილდით მას, დააფასეთ ისე, როგორც იმსახურებს უფრო მეტად, ვიდრე დღეს აფასებთ.
ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას წუთებს უმნიშვნელო რამეებზე.
მეტი დრო დაუთმეთ მათ, ვინც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.
მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და საუკეთესო დრო ვაჩუქეთ ერთმანეთს და იმდენი მოგონებები დავაგროვეთ, ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ…".