„ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება“ - „ევექსის“ ექიმი აქციის დროს დაშავებულებზე

ნიკა კაპანაძე

აქციის დროს დაშავებული სამართალდამცველები და დემონსტრანტები „ევექსის“ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა განაცხადა, ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება:

„ამ ეტაპზე დაშავებულთა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენს კლინიკაში ადამიანები შემოყვანილები არიან სხვადასხვა ტრავმებით. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკური კვლევები. შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ“,- განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, ნიკა კაპანაძემ.