„ამ დიდ სიხარულს ცოტათი სევდაც ახლავს, პატარა გიოს დაბადებას მამაჩემი რომ ვერ მოესწრო…” - ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი

მომღერალი ზუკა ხუციშვილი ახლახან მამა გახდა, მას გიო ხუციშვილი შეეძინა. როგორც ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმ ემოციების აღსაწერად, რაც ახლა დაეუფლა:

„ძალიან გამჭირდება გადმოვცე, როგორი ემოციებიც მაქვს. იმის დაჯერება, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მგონი დღემდე მიჭირს. ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმისთვის, რომ აღვწერო ყველაფერი, რამაც ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

სანამ პატარას არ დაინახავ, ხელში არ დაიჭერ, ვერც გაიაზრებ, როგორი ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ამ დიდ სიხარულს ცოტათი სევდაც ახლავს, პატარა გიოს დაბადებას მამაჩემი რომ ვერ მოესწრო. სახლშიც ვლაპარაკობთ ხოლმე, ეს მისთვის რამდენად დიდი ბედნიერება იქნებოდა. ამაზე სულ გვეფიქრება, მაგრამ მჯერა, ჩვენი ოჯახის წევრები სადაც არიან, იქიდანაც გვხედავენ".