სად იყო ედემის ბაღი - არქეოლოგები აცხადებენ, რომ შესაძლოა მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს
1793699100
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთიანობას.
მისი განმარტებით, ამჟამად შესაბამისი ორგანოები გამოძიებას ატარებენ, რათა დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
"პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ზიანს აყენებს უკრაინელთა ერთიანობას, განსაკუთრებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე.
სამართალდამცავი ორგანოები და შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები ყველა დეტალს იკვლევენ, რათა მოვლენების ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, მიიღონ აუცილებელი ზომები დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და მომავალში, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ამჟამად ძალოვან უწყებებთან ერთად ვამუშავებთ ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, რათა სათანადო რეაგირება მოვახდინოთ და პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ.
მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას, ყოველთვის იხელმძღვანელონ ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებით", - წერს ბუდანოვი.