დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს:
,,რომელიღაც ქალთა ჯგუფში წავაწყდი პოსტს, გოგო წერდა, ვიღაც ბიჭი გავიცანიო, დილა-საღამოს სულ მაგის მესიჯები მხვდებოდაო, ესაო, ისაო და მოკლედ, ამ ბიჭმა ააღებინა 15k სესხი ბანკიდან და აღარ იხდის. გოგო წერდა სუიციდზე მეფიქრებაო. ჰოდა, სანამ მე საფარი/Sapari იურისტებთან მოვითათბირე, პოსტი დამეკარგა და ვეღარ ვპოულობ.
მოკლედ, ქალებო, ვისაც გეცნოთ ეს ამბავი, იქ მომთაგეთ. დავეხმარებით როგორმე. ეკონომიკური ძალადობის კლასიკური მაგალითია. მართალია, ჯერ კრიმინალიზებული არ არის ეკონომიკური ძალადობა, მაგრამ მაინც ვიღებთ საქმეებს, რომ პრაქტიკა შევქმნათ.
გოგოებო, ქალებო, გთხოვთ, არ გაბრიყვდეთ და არ აიღოთ ვალები კაცების ნაცვლად. ძალიან ბევრი თაღლითი და დაზარალებულია უკვე, ზოგი კაცი საერთოდ ამით ცხოვრობს, მთელ ჯაჭვს ვპოულობთ ხოლმე ერთს თუ გავყვებით. და ვინც ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები ხართ, მოგვმართეთ. კი ვეღარ ავუდივათ მომართვიანობას და არ გვყოფნის ისედაც იურისტები, მაგრამ ამ მიმართულებას პატრონი არ ჰყავს და უნდა რამე ვქნათ", - წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.