17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
აღნიშნული შენობა მოემსახურება მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სხვადასხვა სამმართველოს მოსამსახურეებს. აქამდე მათ უწევდათ მუშაობა იმ შენობაში, სადაც პარალელურად განთავსებული იყო დროებითი განთავსების ცენტრი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა, რომელიც ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე, მოემსახურება, როგორც გაძევების მიმართულებას, ასევე თავშესაფრის მიმართულებას.
„აქ არის ასევე განთავსებული სხვადასხვა სამმართველოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიგრაციის დეპარტამენტი უკვე გაძლიერებული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით შეძლებს, რომ შეასრულოს ის მთავარი ამოცანა, რაც არის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების ქვეყნიდან გაძევება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მიგრაციის ახალ დეპარტამენტში იმყოფებოდა. მიგრაციას როგორც ერთ-ერთ გამოწვევას ხელისუფლება ეფექტიანად პასუხობს და ამას სტატისტიკა ადასტურებს.