„ახლა რასაც ვგრძნობ არ ვიცი რა უნდა ვუწოდო” - თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ლევან კბილაშვილის სახელი ეწოდა

levan

თბილისში,გლდანის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ლევან კბილაშვილის სახელი ეწოდა. ინფორმაციას სალო კბილაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ლევანმა თავისი სახელი საშვილიშვილოდ დატოვა.

„ახლა რასაც ვგრძნობ არ ვიცი რა უნდა ვუწოდო, ამხელა ტკივილთან ერთად უდიდესი სიხარულია”, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა ისმის „ლევან კბილაშვილის ქუჩა”. შენ ეს შეძელი ლევან, შენი სახელი საშვილიშვილოდ დატოვე.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ინიციატივითაც დაიწყო იმ ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე საუბარი, რომელ ქუჩაზეც დაიბადა და გაიზარდა ლევანიკო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლომდე მიიყვანა ეს კეთილი საქმე.

დაბადების დღის საჩუქარია ლევანიკო შენი ქვეყნისგან მე ასე ვიტყვი. შენი ბოლო სიტყვები, რომ გინდოდა ჰამლეტ გონაშვილივით დარჩენილიყო შენი ხმა და სახელი მართლაც რომ დარჩა…კიდევ ბევრს და დიდხანს ისაუბრებენ ლევან კბილაშვილზე” – წერს სალო კბილაშვილი სოციალურ ქსელში.