ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
მალე, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ძალიან პოპულარული და რეიტინგული იტალიური სერიალი, "გომორა" იწყება.
ადამიანების ისტორია, რომლებიც გადაჯაჭვული არიან ნეოპოლიტანურ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან. ნათლიას ერთგული დამხმარეს, ჩიროს მიერ შიგნიდან დანახული მაფიოზური კლანი.
ჩირო ტრადიციებს უგულებელყოფს და დანაშაულებრივი სინდიკატის მომდევნო ბოსის სტატუსის მოპოვებას ცდილობს. შიდა დაპირისპირებები მას და მის მთელს ოჯახს საფრთხეში აყენებს.
"გომორა" 2014 წლის იტალიური სატელევიზიო კრიმინალური დრამაა. ის რობერტო სავიანოს იმავე დასახელების წიგნის ეკრანიზაციაა.
სერიალში აქცენტი ორგანიზებულ დანაშაულზე, განგსტერების, ნარკოდილერებისა და ჩვეულებრივი ადამიანების ურთიერთობაზეა გაკეთებული.
თავბრუდამხვევი კრიმინალური სერიალის ნახვას, "რუსთავი 2"-ის ეთერში, 15 იანვრიდან, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 23:00 საათზე შეძლებთ.
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1745695529