ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ახალი რეკრეაციული სივრცე ორხევის დასახლებაში - თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის ნომერ 2ა-ს მიმდებარედ, 2 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოსასვენებელი სივრცე, პავილიონი და ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა და გამწვანდა ხე-მცენარეებით.
სამუშაოები უსახური ნაგებობებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ განხორციელდა. დაიშალა ტერიტორიაზე არსებული წყლის რეზერვუარიც, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა