დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
21-ე საუკუნეში ჯანმრთელი ცხოვრების წესი და თვითზრუნვა სულ მეტად პოპულარული ხდება. ეს თვალსაჩინოა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე მედიაში, სადაც თანამედროვე პერსონაჟები ხშირად ემიჯნებიან მოწევას და მის მანკიერ მხარეებზე საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოწევის შეწყვეტის სარგებელი კარგად არის ცნობილი, ეს პროცესი ერთ-ერთი ყველაზე რთული ცხოვრებისეული ცვლილება და გამოწვევაა. American Lung Association-ის კვლევის მიხედვით, მოწევის შეწყვეტის შედეგები, ფაქტობრივად უმალვე იწყება: ბოლო მოწევიდან 20 წუთში, გულისცემა და წნევა ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდება. 8 საათის პერიოდში ჟანგბადის დონე სისხლში იზრდება, 48 საათში კი ფილტვები იწყებენ ლორწოს გაწმენდას და გემოსა და ყნოსვის აღდგენა ხდება. 72 საათის შემდეგ, სუნთქვა უმჯობესდება და ენერგიაც იმატებს. 2-12 კვირის განმავლობაში სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება, 3-9 თვის პერიოდში კი ფილტვების ფუნქცია იზრდება 10%-ით. ერთი წლის შემდეგ, გულის დაავადებების რისკი მცირდება და ათწლეულის განმავლობაში ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა 50%-ით ქვეითდება.
მიუხედავად ამ დადებითი სტატისტიკისა, ნიკოტინზე დამოკიდებულება და ღრმად გამჯდარი ჩვევები ხშირად აღნიშნულ პროცესს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ სირთულედ აქცევს. მათ, ვინც სრულად ვერ ან არ წყვეტს მოწევას, თუთუნის ზიანის შემცირების მიდგომა ეფექტურ ალტერნატივებზე გადასვლას სთავაზობს, როგორებიცაა ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ნიკოტინის ბალიშები. აღნიშნული პროდუქტები ორგანიზმს ნიკოტინს მიაწვდის მოწევისგან გამოწვეული მავნე წვის პროცესის გარეშე. ახლახან გასაჯაროებული Lives Saved Report-ის მიხედვით, დელონ ჰუმანმა, ჯანმრთელობის დიპლომატების პრეზიდენტმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების კონსულტანტმა, აღნიშნა - მიუხედავად იმისა, რომ სრულად დანებება იდეალურ მიზნად რჩება, ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასვლა, როგორებიცაა ელექტრონული სიგარეტები, “ვეიპები” და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, მწეველებისთვის ჯანმრთელობის ზიანის შემამცირებელი გამოსავალია. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ეს პროდუქტები არ გამოიმუშავებს თუთუნის კვამლს, რაც საგრძნობლად ამცირებს ფილტვის კიბოსა და მოწევასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების რისკებს.
ყოველწლიურად ბევრი ადამიანი მთელ მსოფლიოში წარმატებით ანებებს თავს მოწევას ელექტრონულ სიგარეტზე სრულად გადასვლის გზით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შეხებას ტოქსინებთან, რომლებიც დაკავშირებულია კიბოსთან, ფილტვების დაავადებებთან, გულის დაავადებებთან და ინსულტთან. თუმცა, ასევე ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის “ვეიპინგთან“ დაკავშირებული შემცირებული რისკების შესახებ. კვლევების თანახმად, Public Health England-ი აღნიშნავს, რომ ელექტრონული სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტებზე 95%-ით ნაკლებად მავნეა და შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება მწეველებისთვის მოწევისთვის თავის დანებების პროცესში, რადგან ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავებით, “ვეიპები” არ შეიცავს იმ ტოქსინებს, რომლებიც წვის დროს წარმოიქმნება.
ელექტრონული სიგარეტების გამოყენება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეამცირონ თამბაქოს მოხმარება და ასევე აკონტროლონ ნიკოტინის დონე. ბევრი მომხმარებელი თავდაპირველად მაღალი კონცენტრაციის პროდუქტით იწყებს და შემდეგ თანმიმდევრულად უკლებს მას, რაც შეწყვეტის პროცესს ამარტივებს. მომხმარებლების გარკვეული ნაწილის ელექტრონულ სიგარეტისადმი მიმღებლობა, მისმა ტრადიციულ სიგარეტთან ჩვეულმა რიტუალურმა მსგავსებამ გამოიწვია. ამრიგად, „ვეიპინგი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სტრესული და ხელმისაწვდომი საშუალება მოწევაზე თავის დანებებისთვის.
და ბოლოს, მოწევის გარეშე ცხოვრების წესი არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენციაა, არამედ კულტურული ღირებულებების ცვლილების ანარეკლიც. მოწევის შეწყვეტა ყოველთვის რჩება იდეალურ მიზნად, თუმცა უსაფრთხო ალტერნატივები, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, ნაკლებად მტკივნეული გზაა მათთვის, ვინც მოწევის მთლიანად შეწყვეტისთვის, ჯერჯერობით, მზად არ არის. ამ უფრო უსაფრთხო ვარიანტების გათვალისწინებით, ინდივიდებს შეუძლიათ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა თავიანთი ცხოვრების სტილისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, თითო ნაბიჯი - თითო მცირე ცვლილებისკენ.