1772649900
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ოკუპირებულ სოხუმში
სოხუმის სანაპირო ზოლზე, ცნობილი „პინგვინის“ კაფეს მიმდებარედ, არქეოლოგიური გათხრები ერთი კვირაა მიმდინარეობს. ექსპედიციამ აღმოაჩინა, ძველი ციხესიმაგრის ნანგრევი, რომლებიც I–IV საუკუნეებით თარიღდება.
სამუშაოებს ისტორიკოსი და არქეოლოგი, ალიკ გაბელია უძღვება.
აღმოჩენილია რომაული მონეტა და ლითონის ლურსმნის თავები, ასევე უძველესი კერამიკული ხელსაბანი.
ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.











