1765820133
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია (Model United Nations) გაიმართა
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია (Model United Nations) გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძიებას კონფერენციის მონაწილე 150-მდე ახალგაზრდასთან ერთად, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეები - ანა ბუხრაშვილი და ანზორ მეგრელიშვილი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) პროგრამის ანალიტიკოსი ნატალია ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული დელეგატი, რომლებიც
სრული დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან და გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენცია დაფუძნებული იყო გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას და მონაწილეებს, როგორც გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების
წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები.
ფორმატის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სამი კომიტეტი: გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს უშიშროების საბჭო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ორი დღის განმავლობაში კომიტეტებმა იმსჯელეს და შეიმუშავეს რეზოლუციები, რომლებიც ღონისძიების შემაჯამებელ ნაწილში წარადგინეს.











