1740429819
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„სკოლას, ოჯახს, სოფელს დააკლდა ღვაწმოსილი პედაგოგი კლარა აბზიანიძე.
ათეულობთ წელი ემსახურა სათნო, უნიჭიერესი ქალბატონი მომავალი თაობის აღზრდას და უსაზღვრო სითბო და სიყვარული დაუტოვა ყველას.
რთულია, კლარა მასწავლებელზე წარსულში საუბარი, არაჩვეულებრივი, სიკეთითა და ადამიანებთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამორჩეული, პროფესიონალი, გულისხმიერი კოლეგა, მეგობარი, საუკეთესო დედა და მეუღლე.
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კლარა აბზიანიძის გარდაცვალების გამო , ვუსამძიმრებთ ოჯახს.
"მშვიდად განისვენე კეთილო ადამიანო იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!" - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.