აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, მარიამ ჩიქოვანის გარდაცვალების გამო.

მისი მთელი ცხოვრება ჩვენს უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული. პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულებისთანავე, მან როგორც წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, აკადემიურობითა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, რის გამოც იგი ყველასთვის საყვარელი კოლეგა და ლექტორი იყო.

მისთვის დამახასიათებელი მაღალი სტანდარტები და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა წარმართავდა მარიამის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს როგორც სამეცნიერო, ისე პედაგოგიურ საქმიანობაში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ასევე ნახეთ:

ორთაჭალაში ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც თბილისში გვიან ღამით მოკლეს - ახალი დეტალები

VIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები - შსს ნარკორეალიზატორების ვაჭრობისა და დაკავების კადრებს აქვეყნებს