„ჯარიმა 500 ლარია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1777461872
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„წითელი ძაფი - დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო
ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა.
ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის - ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს.
როდის შევასრულოთ?
პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა.
რიტუალის მსვლელობა:
აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.
ჩურჩულით თქვით:
„ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი - ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“
დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია:
I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“
II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“
III კვანძი: „უკან ვაბრუნებ - იქ, საიდანაც მოვიდა.“
ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:
„ამ კვანძით დაცული ვარ - არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ - ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია - სიტყვით დაბეჭდილია!“
მნიშვნელოვანია:
ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.
თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ - ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.
გახსოვდეთ: რაც კვანძით არის შეკრული, მას ყოველი ძალა ვერ გახსნის.
დაწერე კომენტარებში „დაცული ვარ“, რომ გაააქტიურო შენი პირადი ფარი!",- წერს იოსელიანი.