„აფეთქების ხმა გავიგეთ...“ - მოვაჭრეების პირველი კომენტარები ვაგზალზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ

ხანძარი

დიდუბეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება ამ დრომდე შეინიშნება. 100-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

გთავაზობთ მოვაჭრეების პირველ კომენტარებს:

ერთხელ დავიწვით, იმხელა ბაზრობა დაგვეწვა, ახლა მეორეა ეს შემთხვევა.

სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიაა. ადრეც იყო შემთხვევა პატარა ადგილზე და მალე ჩააქრეს. 7-ის ნახევარი იყო, რომ გავიგე და ჩამოვედი. ცეცხლი მთელ მასშტაბზე იყო უკვე მოდებული

ყველაფერი 5 წუთში განვითარდა... ვერაფერს გადაარჩენდი, ისეთი მდგომარეობა იყო... 7-ის 10 წუთზე ცეცხლი უკვე ეკიდა...“

„აფეთქების ხმა გავიგეთო, ადგილზე მომუშავე პერსონალმა თქვა“ - ამბობენ მოვაჭრეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირებით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.

მისვე თქმით, ამ დროისთვის, დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება პაციენტებს, ახლოს მდებარე კლინიკებიდან მათი გადაყვანა სხვადასხვა საავადმყოფოში ამ დრომდე გრძელდება.