1763417087
“ადამიანს ვნება ყოველთვის აქვს, მით უმეტეს, ჩემნაირ ფიცხს და ენერგიულ გურულს...” - დათო დარჩია
დათო დარჩიამ ჟურნალ “თბილისელებთან” ოჯახის შექმნაზე ისაუბრა. ის, ცოლს, ვიქტორია ბუხნიკაშვილს რამდენიმე წლის წინ გაშორდა და დაშორების მიზეზებზე წყვილმა მედიასთანაც ისაუბრა.
“სულ მალე 57 წლის გავხდები, სიყვარულზე არასდროს ვიტყვი უარს, მაგრამ ოჯახის შექმნას აღარ ვფიქრობ. მირჩევნია თავისუფალი ვიყო. გული არ ბერდება, სულ ახალგაზრდაა და ადამიანს ვნება ყოველთვის აქვს. მითუმეტესს, ჩემნაირ ფიცხს და ენერგიულ გურულს. სიყვარულს რაც შეეხება, თუ გამოჩნდება გამოჩნდეს, თუ გაქრება გაქრეს. ასე რომ, სანამ პირში სული მიდგას, სიყვარულის, თვალების კვარკვალის და გამოწვევების არ მეშინია. ყველაფერი იქნება,” - აცხადებს მსახიობი.











