„ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

არაბ

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, განმარტავს რატომ მწვანდება კარტოფილი.

„მწვანე კარტოფილი გამოყოფს სოლანინს, მას შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ის საშიშია. ეს იწვევს გულისრევას, ფაღარათს და სხვა გართულებებს, ამიტომ კარტოფილის შენახვის დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება გარემო პირობებს, არ უნდა შევინახოთ მზის სხივების ქვეშ და არც ნათელ ადგილას“,- ამბობს ირაკლი არაბული.

მისი თქმით, მზის სხივებზე შენახული კარტოფილი გამოყოფს სოლანინს, რაც საშიშია. ხოლო თუ ხედავთ, რომ გაქვთ გამწვანებული კარტოფილი, ასეთი არ მიირთვათ.