საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1763125896
პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.
საპატიმრო დაწესებულების დატოვებისას, საბა მეფარიშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მათ ციხიდან გამოსვლისას, მათ მიერვე ციხეში ნაყიდი ნივთები, მაცივარი და ტელევიზორი წამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით, 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს, 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი, წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
მათ სასჯელის სახედ სამი წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2.5 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1.5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწიათ, 1 წელი კი – პირობითი სასჯელი განესაზღვრათ.