აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას გალა კონცერტი გაიმართა

აჭარის კულტურის სამინისტრო

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა სპეციალური პროგრამით წარდგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.

საღამოზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები. კაპელასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოწვეული სოლო შემსრულებლები, ასევე საოპერო მომღერლები.

„მუსიკალური ბათუმი 2025-ის“ ფარგლებში 9 შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და რეგიონის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე მრავალფეროვანი ღონისძიებების შეთავაზებას.

ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.