დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას.
ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრ დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.
„იქ ვეშაპები ცხოვრობენ, რომლებიც დათვებს ისე ჭამენ, როგორც არაფერი. უბრალოდ, თავს ესხმიან ხროვებად და გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ასეთი კვებითი ჯაჭვია. ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, - განაცხადა პუტინმა.