თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა, 12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური.
„ 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ნოჯა, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი, ქვეშეთი, მლეთა, ამირნი, მანასეული, გოგნაური, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშება აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
👉 „აფრინდა, დედი, ჩემი რეისი, სულ რამდენიმე საათი და ჩაგეხუტები“ - ავარიაში დაღუპული ბიჭის დედა
👉 „ღმერთო, გვაპოვნინე ცოცხალი“ - ბათუმში 16 წლის ბიჭს ეძებენ