“5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…” - რას წერს ანა ჯაბაური

ანა ჯაბაური

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ზუსტად 5 წელი გახდა ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა მილიმეტრობით წინსვლისთვის, ბრძოლა გართულებების დაძლევისა და თავიდან დაწყებისთვის, ბრძოლა სულიერი წონასწორობისა და გამძლეობისთვის; რაღა დაგიმალოთ, და, ბრძოლა ღრმად ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის...  

5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ჩვენი ცხოვრება საქართველოსა თუ უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებისა თუ აპარატურის ძიება-მოპოვებადაა ქცეული. 5 წელია ვერ ვდუნდებით ვერცერთი წუთი, ვერცერთი დღე და ვერცერთი ღამე…  5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…

5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვადექით თავზე, და, 5 წლის შემდეგ, აი, ახლაც,

ერთად ვართ ცოტნესთან. გიორგიც მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5 წლის წინ…", - წერს ანა ჯაბაური.