სამხრეთ კაროლინაში ავტომაგისტრალს მეხი დაეცა

სამხრეთ კაროლინაში ავტომაგისტრალს მეხი დაეცა

აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ერთ-ერთ ავტომაგისტრალს მეხი დაეცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მეხის დაცემის შედეგად შტატის ნაწილში გაითიშა ელექტრო მომარაგება. შეწყდა ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ცნობები დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. მომხდარის გამო ავტომაგისტრალზე საავტომობილი მოძრაობა სამი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.