„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
„თელასის“ ცნობით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის, ასმათის, ტარიელის, თინათინის, დავარის, ავთანდილის, ვეფხისტყაოსნის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის და ვალენტინ თოფურიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.