5 000-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს - ნახეთ, აღდგენის დრო

გაზი

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ბუნებრივი აირი დედაქალაქის 5 165 აბონენტს არ მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება გლდანში 4 764 აბონენტს, დიღომში 290-ს, ნაძალადევში 101-ს, სამგორში 3-ს, ჩუღურეთში 3-ს, მთაწმინდაზე 2-ს და სანზონაში 2-ს.

თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 18:00 საათზე აღდგება.