„40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლისა კი გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე...“ - ცისანა სეფიაშვილის ბედნიერების ფორმულა

ცისანა სეფიაშვილი

ოთხი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, 52 წლის ცისანა სეფიაშვილი გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ სილამაზისა და ასაკის თემაზე სასაუბროდ მიიწვიეს.

როგორც ცისანამ აღნიშნა, ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ საიდუმლოდ მიიჩნევს იმას, რომ სულ კარგ განწყობაზეა და არ იბოღმება, არ ინახავს წყენას და არ იცის, რა არის ზიზღი.

რაც შეეხება თავის მოვლას, მომღერალი ამბობს, რომ აუცილებელია ძილის წინ მაკიაჟის მოცილება. იტენიანებს კანს. 

- რაღაცნაირად ასაკი გაახალგაზრდავდა. დედაჩემი რომ ბებია გახდა, იყო 40 წლის და ძალიან მიკვირდა, რატომ დადიოდნენ ყოველდღე სადღაც ჯემალი და მანანა და რა დროს ეს იყო... არადა, მე 40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე და 50 წლის ასაკში გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მართლა ძალიან ბევრი საშუალებაა, რომ კარგად გამოიყურებოდე. გარკვეული რაღაცები იცვლება, რა თქმა უნდა, მოკლე შორტით ახლა მხოლოდ ზღვაზე გავივლი. ალბათ, ბებიაც რომ გავხდი, ეგეც მოქმედებს...ყველამ უნდა მოვუაროთ თავს, უბრალოდ არ ვარ მომხრე „გადაპლასტმასების“.

ნახეთ ვიდეო სრულად