გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს
1759521394
ესპანეთის სენატის წევრი იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორისაა, რომლებიც ხვალ თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევენ მეთვალყურეობას. სადამკვირვებლო მისიის წევრი ამბობს, რომ საქართველოში უკვე არჩევნებს მეორედ აკვირდება და, ორივე შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი დემოკრატიულად და გამჭვირვალედ არის ორგანიზებული.
საერთო ჯამში, თვითმმართველობის არჩევნებს, 28 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წევრები 21 ქვეყნიდან ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება, საარჩევნო ადმინისტრაციას კი ყველა ლოგისტიკური საკითხი გამართული აქვს.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის პროცესს 27 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომპანიაში. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სადამკვირვებლო მისიებს, წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების ადმინისტრირებას 34 ათასამდე ადმინისტრატორი განახორციელებს.