4 ნიშანი, რომ ადამიანს „დედის ტრავმა“ აქვს - ფსიქოლოგების დასკვნა

დედის ტრავმა

ბავშვობის ტრავმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ იგრძნობს ადამიანი ზრდასრულ ასაკში სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას თავს.

უმეტეს ოჯახებში დედა აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას ბავშვს, ამიტომ სწორედ მისი ქცევა ხდება გადამწყვეტი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებისას.

ტერმინი „დედის ჭრილობა“ გულისხმობს „ნაწიბურებს“, რომლებიც რჩება ბავშვის ფსიქიკაზე, თუ დედა ვერ შეძლებს მისი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ექსპერტმა დაასახელა „დედის ტრავმის" ოთხი ნიშანი:

1. თუ დედა უგულებელყოფდა ბავშვის ემოციურ მოთხოვნილებებს, მაგრამ აკმაყოფილებდა ფიზიკურ მოთხოვნილებებს. თუ ბავშვების ემოციური მოთხოვნილებები იგნორირებულია, მათ შეიძლება ხშირად იგრძნონ, რომ სიყვარულის ღირსები არ არიან.

„თუ თქვენი მშობლები არასოდეს აკმაყოფილებდნენ თქვენს ემოციურ მოთხოვნილებებს, მუდმივად მოიძიებთ ამის დადასტურება სხვებისგან“

2. დედის მხრიდან თანაგრძნობის ნაკლებობა - ამის გამო ადამიანი მუდმივად შეეცდება შეუძლებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას. თუ ბავშვები იზრდებიან სახლში, სადაც არ არის თანაგრძნობა, ისინი ხშირად იგრძნობენ თავს ემოციურ უცხოპლანეტელებად - ისინი არ არიან დარწმუნებული სხვებთან უფრო ღრმა დონეზე დაკავშირებაში. მეცნიერთა აზრით, ემპათიური მშობლები ზრდიან ემოციურად დაცულ ბავშვებს.

„მშობელთა მხრიდან ემპათიური რეაქციების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები ზრდასრულ ასაკში მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში“, - დასძინა ფსიქოლოგმა.

3. თუ ბავშვი იზრდება მუდმივი კრიტიკის გავლენის ქვეშ - მან შეიძლება იფიქროს, რომ ის „საკმარისად კარგი არ არის“.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კრიტიკული მშობლების მიერ გაზრდილი ბავშვები იმდენად კონცენტრირებულები არიან ყველაფრის სწორად გაკეთებაზე, რომ ყოყმანობენ ახალი ამოცანების შესრულებაზე. ასეთმა ადამიანმა, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ყველა გადაწყვეტილება და იგრძნოს არაადეკვატურობა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.

ექსპერტმა თქვა, რომ ასეთი თავდაჯერებულობა შეიძლება დაიძლიოს, თუ შეგნებულად შეცვლით თქვენი შინაგანი დიალოგის ტონს და ლექსიკას.

4. თუ დედამ ბავშვს უარყოფითი ემოციების გამოხატვის უფლება არ მისცა

„ასეთ დროს მოზარდებს უჭირთ თავიანთი გრძნობების გამოხატვა ურთიერთობებში. არსებითად, ეს ადამიანები მალავენ იმას, რაც მათ ადამიანებად აქცევს - მათ გრძნობებს", - განმარტა სპეციალისტმა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ემოციების დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია.