“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე
1742533801
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მარტამდე საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
4 მარტიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს ძლიერი ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 მარტს დღის საათებში +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 4 მარტიდან დედაქალაქშიც აცივდება, იქროლებს ძლიერი ქარი.