4 აპლიკაცია, რომელიც ფარულად ანელებს თქვენს სმარტფონს

ტელეფონი

ბევრი მომხმარებელი ამჩნევს, რომ Android სმარტფონი დროთა განმავლობაში ნელდება - აპლიკაციები გვიან იხსნება, სისტემა „ჭედავს“ და მოწყობილობა უფრო ხშირად თბება. პრობლემა ყოველთვის ძველ აპარატურაში არ არის. ხშირად მიზეზი არის აპლიკაციები.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სმარტფონის შენელების არის სოციალური ქსელები, როგორიცაა TikTok და X. ისინი მუდმივად ტვირთავენ ახალ კონტენტს, აგზავნიან შეტყობინებებს და აგროვებენ მონაცემებს, რაც პროცესორსა და მეხსიერებაზე დამატებით დატვირთვას ქმნის.

ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს Google Maps, რომელიც აქტიურად იყენებს GPS-ს და ხშირად აგრძელებს ლოკაციის თვალყურის დევნას ფონშიც. ეს ამცირებს ბატარეას და ზრდის სისტემის დატვირთვას.

მუსიკის მოყვარულებისთვის პრობლემის წყარო შეიძლება იყოს Spotify. აპი მუდმივად ანახლებს რეკომენდაციებს და აგროვებს ქეშს, რაც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან მეხსიერებას იკავებს.

კიდევ ერთი მძიმე აპლიკაციაა Google Photos, რომელიც ფონურად ამუშავებს ფოტოებს, ქმნის გადახედვებს.

საბოლოოდ, სმარტფონის შენელება ხშირად გამოწვეულია არა მოწყობილობის ასაკით, არამედ იმით, რომ ერთდროულად მუშაობს რამდენიმე აპლიკაცია. პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია ფონური აქტივობის შეზღუდვა, არასაჭირო ნებართვების გამორთვა და ავტომატური სინქრონიზაციის კონტროლი - ეს მარტივი ნაბიჯები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოწყობილობის მუშაობას.