4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი - მიხეილ სარჯველაძე ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებზე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ყველა მათგანს სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

"ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფი. ამ თვალსაზრისით, შეფერხება არ იარსებებს. როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, პირველივე წუთებიდან, ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ჯგუფი.

იდენტიფიცირებული ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ყველა მათგანი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, ყველასთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება.

ამ დროისთვის, 4 ადამიანი ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. მცირეწლოვანების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვება მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

✕