27 წლის ახალგაზრდას კინოლოგები ეძებენ - რას ამბობს ოჯახი

დაკარგული ბიჭი

მესამე დღეა კასპის მუნიციპალიტეტში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. დაკარგული ბექა რევაზიშვილი სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრებს კონკრეტულ ვერსიებზე საუბარი უჭირთ, ისინი სამძებრო არეალის გაზრდას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, მეორე დღეს ადგილობრივებმა ახალგაზრდა მეზობელ სოფელ ხანდაკში შეამჩნიეს, თუმცა მისი კვალი ამ სოფლიდანაც იკარგება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან კინოლოგებიც.

„6-ში გავიდა პირველი საათისთვის, კინოლოგები ჩაერთნენ. ჭიშკრის შემდეგ მიმართულება არ ვიცოდით. მე თავად ვნახე ჭიშკრიდან რომ გადიოდა, თუმცა არ ვიცოდით საით წავიდა. უკვე საღამოს გვიან მოიყვანეს ძაღლი. ოჯახის მოთხოვნა არის, რომ გავზარდოთ ძებნის არეალი, " - ამბობს დაკარგულის ოჯახის წევრი.