„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ...“ - რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი
1742557084
საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა ამინდი გაუარესდა და კიდევ რამდენიმე დღე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.
კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.
როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში, - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.
"ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი, ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.
მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე. 26 მარტიდან, კვლავ ველით გამოდარებას.
თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა",- ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.