ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
ქუთაისში დღისით +20 და ღამით 5 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა ბორჯომში, +18 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში მზეა. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.