21 წლის გოგოს, რომელიც ქუთაისში მეექვსე სართულიდან გადავარდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

კლინიკა

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილ 21 წლის სტუდენტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

„ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის მარაგის შევსება. გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ჩააბაროთ სისხლი ნებისმიერი ქალაქის სისხლის ბანკში და მიუთითოთ, რომ დონაცია განკუთვნილია ნინო ხვარეშიასთვის, რომელიც მკურნალობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

შეგიძლიათ ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ჩაბარება;

სისხლის ჩაბარება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან;

ჩაბარებისას აუცილებლად დაასახელეთ: ნინო ხვარეშია;

კლინიკა: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულიდან 21 წლის გოგონა 10 ივნისს გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა სარეცხის გაფენის დროს გადმოვარდა და ეზოში ავტომანქანას დაეცა.